თავისუფლება უსაზღვროა – ,,ნიკოლი’’ ს შთაგონება არის აჩუქოს ბავშვებს თავგადასავალი და მათთან ერთად იმოგზაუროს ჯადოსნურ სამყაროში. ჩვენს თითოეულ პროდუქტს აქვს თავისი ინდივიდუალური კონცეფცია და ისტორია. ქმნიდე საბავშვო ტანისამოსს ეს არის შესაძლებლობა, აგრძნობინო მათ თავისუფალი და მრავალფეროვანი სტილი. ბრენდის მისიაა თანამედროვე დიზაინის შერწყმა მის ხასიათთან.
,,ნიკოლი’’ ს შექმნის იდეა 2017 წელს დაიბადა ოჯახში , სადაც ტანსაცმლის წარმოების დიდი გამოცდილება არსებობდა. ვქმნით 1 დან 10 წლამდე ასაკის ტანისამოსს, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. ბრენდის დაფუძნებიდან სულ მალე შევძელით მოგვეპოვებინა პოპულარობა და რაც მთავარია ნდობა მომხმარებლების, სწორედ ეს გვაძლევს არნახულ მოტივაციას განვაგრძოთ სვლა ბრენდის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად.